16:33 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-12 14:14:44, 1908 ნახვა

კომენტარი
შრომის ზედამხედველობის ორგანოს შექმნაზე ჩანაწერი საკონსტიტუციო ცვილებების პროექტიდან ამოღებულია

საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში მიღწეული შეთანმხება, შრომის  ზედამხედველობის   ორგანოს   შექმნის თაობაზე, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტიდან ამოღებულია.

ამის შესახებ ჟურნალისტებს   კონსტიტუციური სამართლის ექსპერტმა ვახუშტი მენაბდემ განუცხადა.

„მეორე რაუნდისთვის შემოთავაზებული იყო ძალიან მოკრძალებული ვარიანტი, შრომის უფლების დამდგენი ნორმის, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი ჩანაწერი იყო ის, რომ სახელმწიფო იღებდა ვალდებულებას,  შეექმნა შრომის ზედამხედველობის ორგანო, რაზეც პრინციპში კონსესუსი შედგა, კომისიის წევრებმა დააფიქსირეს საკუთარი პოზიტიური განწყობა, თუმცა მესამე მოსმენის რეჟიმში შემოთავაზებულ პროექტში ეს ნაწილი ამოღებული იყო, რაც აიხსნა მთავრობის ეკონომიკური გუნდის წინააღმდეგობით.

ეს პრობლემური საკითხია, ჩვენ გვაქვს ძალიან შემაშფოთებელი სტატისტიკა, 5 წლის განმავლობაში 2 ასეულზე მეტი დაღუპული გვყავს სწორედ იმიტომ, რომ არ არსებობს ეფექტური ზედამხედველობის ორგანო, შრომით ურთიერთობებზე და შრომის პირობებზე.

ამ პრობლემიდან გამომდინარე, ჩვენს მიერ შემოთავაზებული იყო პრობლემის გადაჭრის გზები,

სახელმწიფოს ვალდებულების, შეექმნა ეს ორგანო,  კონსტიტუციური გარანტირება იქნებოდა ამ შემთხვევაში მიღწეული ჩვენს მიერ, მაგრამ სამწუხაროდ ხელისუფლებამ უარყო ეს ინიციატივა, უფრო მეტიც დღეს ჩვენ გვექნება ვითარება, რომ შრომითი უფლებების სტანდარტი შემცირდება”,-აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
ცოტნე ივანიშვილი - არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა ქართული ოცნების მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 27-28 მაისამდე ქუჩების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics