15:52 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-10 10:54:20, 2070 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ციხელაშვილი ე.წ. არჩევნებზე და რეფერენდუმზე: ამას ხალხის ნებასთან საერთო არაფერი აქვს

შერიგებისა და სამოქალაქო  თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს გამოეხმაურა.

ციხელაშვილის შეფასებით, ამ პროცესებს  არავითარი საერთო არ აქვს ხალხის ნებასთან  იმ პირობებში, როდესაც რეგიონის მოსახლეობის უმეტესობა გამოდევნილია და ძალიან დიდი ნაწილი გასულია რეგიონიდან.

მინისტრის თქმით, ცხინვალის რეგიონში განხორციელებულ არალეგიტიმურ პროცესებს საერთაშორისო თანამეგობრობა არ სცნობს.

„ჩვენ მოვისმინეთ არაერთი  შეფასება, მათ შორის დღესაც ნატოს წარმომადგენლების მხრიდან, რომ პროცესი,  რომელსაც გუშინ ადგილი  ჰქონდა ცხინვალის რეგიონში და  მისი შედეგები აბსოლუტურად არალეგიტიმურია და ცხადია, საერთაშორისო თანამეგობრობა ამას არ ცნობს. ძალიან ძნელია, ვისაუბროთ ამ პროცესზე, როგორც არჩევნებსა და რეფერენდუმზე, კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ ამას არა აქვს საერთო ხალხის ნებასთან და ვერც  ექნება იმ პირობებში, როდესაც რეგიონის მოსახლეობის უმეტესობა გამოდევნილია, ძალიან დიდი ნაწილი გასულია რეგიონიდან, რამდენადაც ცხინვალის რეგიონი გახლავთ მავთულხლართებით შემოსაზღვრულ-ჩაკეტილი სივრცე, სადაც ადამიანებს უჭირთ მომავლის პერსპექტივის  განცდა. აქედან გამომდინარე, ჩვენი სახელმწიფოსთვის, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, ამ შედეგებს არავითარი სამართლებრივი ძალა არ გააჩნია. მნიშვნელოვანია, რომ იყოს მშვიდობა და მოსახლეობის უსაფრთხოება იქნას დაცული.  ზოგადად ეს პროცესი შეიძლება ერთგვარად შეფასდეს-ესაა მორიგი ნაბიჯი იმისკენ, რომ მოხდეს საქართველოს რეგიონების ანექსიის თემით სპეკულირება  და მანიპულირება. ყველა ე.წ. არჩევნების, თუ რეფერენდუმის ფონზე, იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი ოსი ძმები და დები და აფხაზი ძმები და დები ჩვენთან ერთად გააცნობიერებენ, რომ ყველა პროცესი, რომელსაც ადგილი აქვს ამ წლების განმავლობაში ორივე ტერიტორიაზე, მიმართულია დე ფაქტო ანექსიისკენ“,-განაცხადა ციხელაშვილმა.

ციხელაშვილი იმედოვნებს, მოხერხდება თანამშრომლობისა და შერიგების გზების გამონახვა.

„რათა ჩვენ შვილებს უკეთესი მომავლის პერსპექტივა შევუქმნათ“,-აღნიშნა ციხელაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
ცოტნე ივანიშვილი - არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა ქართული ოცნების მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 27-28 მაისამდე ქუჩების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics