13:57 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-07 13:05:09, 1913 ნახვა

კომენტარი
პრეზიდენტი მედიას: თქვენი ძალა თქვენს ერთობაშია

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას ქართულ მედიას მიმართა. პრეზიდენტის შეფასებით, მედიის, როგორც შემდგარი ხელისუფლების შტოს,  ეფექტიანი მუშაობა თავისუფალ გარემოში, სახელმწიფოს სწორი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია:

„მინდა მივმართო ქართულ მედიასაც: თქვენ - ასაჯაროებთ დემოკრატიის წყაროს - ხალხის ხმას; თქვენ აკონტროლებთ ხელისუფლებას და აკრიტიკებთ გადაცდომებს; თქვენ ქმნით საზოგადოებრივ აზრს! ეს ნიშნავს, რომ თქვენ, ქართული მედია,  რეალურად ჩამოყალიბდით, როგორც მეოთხე ხელისუფლება და თქვენი - ქართული მედიის, როგორც შემდგარი ხელისუფლების შტოს,  ეფექტიანი მუშაობა თავისუფალ გარემოში, აუცილებელია, სახელმწიფოს სწორი ფუნქციონირებისთვის.

ჩვენ ვნახეთ, რამდენად კონსოლიდირებულნი იყავით, როდესაც რამდენიმე თქვენთაგანს საფრთხე შეექმნა.  ჩვენ ვნახეთ, რამდენად ეფექტიანად მოახდინეთ არა მხოლოდ კოლეგების, არამედ, ქართული საზოგადოების გაერთიანება დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპის - სიტყვის თავისუფლების დასაცავად.

მედიაში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადად გამოკვეთა, რომ თქვენი ძალა თქვენს ერთობაშია. მე ვისურვებდი კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეთ. მზად ვარ დაგეხმაროთ ეფექტური დიალოგის გაღრმავებაში სისტემური და კომპლექსური  გაძლიერებისთვის.

რაც შეეხება მედიის კუთხით არსებულ პრობლემებს,  ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, საერთაშორისო საზოგადოებაც აქტიურად ელოდება სახიფათო და გაუმჭვირვალე პროცესების დასრულებას მედიასივრცეში. დემოკრატია, მეტი დემოკრატია არის პასუხი ყველა პრობლემაზე“,-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics