00:55 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-31 14:38:40, 2214 ნახვა

ეკონომიკა
„სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებულების აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, სან-ფრანცისკოს თანამეგობრობის კლუბში შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლები და სახელმწიფო პროგრამა ,,სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებული გუნდები, სააგენტოს მხარდაჭერით, შეერთებულ შტატებში სილიკონ ველიში იმყოფებიან.

ვიზიტის ფარგლებში დღეს შეხვედრა გაიმართა სან-ფრანცისკოს „გაერთიანებული კლუბისა“ და „Bay Area Council“-ის წარმომადგენლებთან, რომელსაც საქართველოს დელეგაციასთან ერთად საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე და დესპანი გიორგი ციკოლია ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ეკონომიკურ-პოლიტიკურ პროგრესსა და საქართველოს მიღწევებს გლობალურ რეიტინგებში.   დავით ბაქრაძემ მთავრობის  4 პუნქტიანი გეგმისა  და სახელმწიფოს პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა და  აქცენტი გააკეთა  სტარტაპების მხარდამჭერ რეფორმებსა და პროგრამებზე. ინოვაციების სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა, მარიამ ლაშხმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა  ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ აქტივობებსა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიღწევებზე ისაუბრა.  მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

სილიკონ ველიში  „სტარტაპ საქართველოს“ 8 გამარჯვებული გუნდი იმყოფება. სტარტაპები სამედიცინო, ფინანსური ტექნოლოგიების, ვირტუალური რეალობისა და ბაქტერიოფაგების სექტორებს წარმოადგენენ. გამარჯვებულ გუნდებს ტრენინგები სილიკონ ველის წამყვანმა სპეციალისტებმა და მენტორებმა ჩაუტარეს. მათ ასევე, უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ, წარადგინონ თავიანთი კომპანიები 50მდე ვენჩურული ინვესტორის წინაშე, რომლებიც დაინტერესდნენ მათი პროექტებით. ქართველი სტარტაპები ეცდებიან ამერიკელი ინვესტორებისგან ფონდების მოზიდვას. მოლაპარაკებები გაგრძელდება სამომავლო თანამშრომლობისათვის. საქართველო მზადყოფნას გამოთქვამს სილიკონ ველის ვენჩურული ინვესტორების საქართველოში შემოსვლის მხარდაჭერაზე.

(NS)
        

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics