|
2017-03-31 11:31:29, 2412 ნახვა
სამართალი
სასამართლომ მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კერძოდ, დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებასა და უკანონო მითვისების ფაქტებზე ბრალდებულები მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ემუხლის II ნაწილის „ა" და III ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით (მიწების ეპიზოდი - 2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედირედაქციით), 182-ე მუხლის II ნაწილის „ა" და III ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით (ე.წ. „წილების" ეპიზოდი), 180-ე მუხლისII ნაწილის „ა" და III ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით („ცენტრ-პოინტი ინვესტის" ეპიზოდი), 180-ე მუხლის II ნაწილის „ა"და III ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით („ცენტრ-პოინტი კრწანისის" ეპიზოდი), 182-ე მუხლის II ნაწილის „ა" და III ნაწილის„ბ" ქვეპუნქტებით (შპს „მზიური ველის" ეპიზოდი), ხოლო საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის II ნაწილის „ა" და IIIნაწილის „გ" ქვეპუნქტებით (შპს „მზიური ველის" ეპიზოდი) გათვალისწინებულ ეპიზოდში ბრალდებულების მიმართ დაადგინა გამამართლებელი განაჩენი. გამოძიების ინფორმაციით, ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88“-ის წევრების მიერ შეტანილი დიდი ოდენობით თანხების უკანონო დასაკუთრების სხვადასხვა დანაშაულებრივ სქემებში იმხილებიან „ცენტრ პოინტ ჯგუფი“-ს დამფუძნებელი, 50% წილის მფლობელი რუსუდან კერვალიშვილი, „ცენტრ პოინტ ჯგუფი“-ს დამფუძნებელი, 50% წილის მფლობელი მაია რჩეულიშვილი და (კომპანია „დექსუსის“ დამფუძნებელი, 33% წილის მფლობელი ივანე ცაგურია. ჯამში, სახელმწიფო ბრალდების მტკიცებით, „ამხანაგობა 88“-ის მენაშენეთა მიერ გადახდილი თანხებიდან, რაც განკუთვნლი იყო ამხანაგობის ბინათმშენებლობისათვის (რომელიც უნდა დასრულებულიყო 2007 წელს), მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა უკანონოდ, სხვადახვა გზებით მიისაკუთრეს 11 მილიონზე მეტი ლარი, რის გამოც შეუძლებელი გახდა ამხანაგობის წევრთათვის განკუთვნილი სახლის მშენებლობა. გამოძიების მოთხოვნით დაყადაღებულია „ცენტრ პოინტი ჯგუფი“-ს და მასთან დაკავშირებული ფიზიკური პირების და კომპანიების არაერთი უძრავი ქონება, ასევე შპს „დექსუსი“-ს და მასთან დაკავშირებული კომპანიის შპს „ალიანს კაპიტალი“-ს საკუთრებაში რიცხული არაერთი უძრავი ქონება.
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)