|
2017-03-30 16:11:37, 1752 ნახვა
კომენტარი
გრიბაუსკაიტე: ძალიან ბედნიერი ვართ, რომ ქართველებს შეუძლიათ ლიტვაში უვიზოდ ჩამოვიდნენ
მინდა, გამოვხატო კმაყოფილება იმ გარემოებით, რომ ჩვენ გარკვეული წვლილი შევიტანეთ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედებაში, - ამის შესახებ ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს უვიზო რეჟიმის ამოქმედება კიდევ ერთხელ მიულოცა და აღნიშნა, რომ ლიტვა ყოველთვის მხარს უჭერს საქართველოს. „მინდა, მივულოცო საქართველოს, ჩვენს მეგობრებს ლიტვის სახელით. საქართველოს ძალისხმევა შესაძლებელი გახდა სწორედ მეგობრების წყალობით, მათ შორის ლიტვიელების წყალობით. დღეს საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, უვიზოდ იმოგზაურონ ევროპის კავშირის ტერიტორიაზე. გუშინ ჩვენს აეროპორტში ჩამოფრინდა თვითმფრინავი, სადაც იყვნენ ქართველები. მათ შეხვდნენ ყვავილებით. ჩვენ ვართ ძალიან ბედნიერი, რომ ქართველებს შეუძლიათ ლიტვაში ჩამოვიდნენ უვიზოდ“, - განაცხადა დალია გრიბაუსკაიტემ. როგორც რრიბაუსკაიტემ აღნიშნა, ლიტვა, ისევე როგორც სხვა სახელმწიფოები, მუდმივად მხარს უჭერდა საქართველოს და მის ინტეგრაციულ პროცესებს ევროპის კავშირში. „ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი მიმოსვლის ხელშეკრულება უკვე ამოქმედდა სრულიად. მინდა, გამოვხატო ჩემი კმაყოფილება იმ გარემოებით, რომ გარკვეული წვლილი შევიტანეთ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედებაში. ეს პროცესი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ძალისხმევა, რომელიც ჩვენ გავწიეთ, სწორედ იყო წახალისებული იმ რეფორმებით, რომელიც განხორციელდა თქვენს ქვეყანაში. თუმცა, ძალიან ბევრი უნდა გაკეთდეს, აუცილებელია, რეფორმები გაგრძელდეს სასამართლო სექტორში, სამოქალაქო სექტორში. უნდა გაგრძელდეს პროკურატურის რეფორმების პროცესი. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს. ჩვენ შეგვიძლია მოგცეთ რჩევები, რამდენადაც საქართველოს დასჭირდება ჩვენი დახმარება, ჩვენ მზად ვართ ამისთვის“, - განაცხადა ლიტვის პრეზიდენტმა.
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)