12:05 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-30 11:59:23, 2330 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ტუღუში: ვაპირებთ, ე.წ. მოსმენების კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩივროთ

საპარლამენტო უმცირესობა პარლმენტის მიერ მიღებული ე.წ. მოსმენების შესახებ კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს. ამის შესახებ „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“ წევრმა  გიორგი ტუღუშმა განაცხადა.

,,ეს კანონი არის ერთი დიდი პრობლემა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ არანაირად ჩვენი პირადი სივრცე დაცული არ არის. ეს პრობლემა იდგა წლების განმავლობაში. სამწუხაროდ, ქართულმა ოცნებამ იმის მაგივრად, რომ საკანონმდებლო დონეზე მაინც შეექმნა დაცვის გარანტიები, პირიქით მიიღო კანონი, რომელმაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უფლებები გაუფართოვა, შექმნა ახალი სააგენტო, რომელიც უშუალოდ დაუქვემდებარა ისევ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. ამით პირველ რიგში არ შესრულდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. ევროპულ საქართველოს აქვს კონსულტაციები როგორც არასამთავრობო სექტორთან, ისე პოლიტიკურ პარტიებთან. რაც შეეხება თავად იმას, თუ რა გამოიწვია ამ კანონის მიღებამ, ფაქტიურად მოცემულობა დარჩა იგივე. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც სუს-ს მოუნდება ჩვენი მოსმენა და პირად სივრცეში შემოსვლა ამას განახორციელებს კონტროლის და შეზღუდვის გარეშე’’,- განაცხადა გიორგი ტუღუშმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics