20:30 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-27 15:30:02, 2681 ნახვა

მსოფლიო
მოსკოვის სასამართლომ ოპოზიციონერ სერგეი ნავალნის 20 000 რუბლის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა

ქალაქ მოსკოვის სასამართლომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი არასანქცირებული მიტინგის ორგანიზებაში დამნაშავედ სცნო, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, სასამართლომ ალექსეი ნავალნის 20 000 რუბლის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.

„ჩვენ მივმართეთ მოსკოვის მთავრობას აქციის შესათანხმებლად. კანონის შესაბამისად, ჩვენთვის სამი დღის განმავლობაში პასუხი უნდა გაეცათ ან შემოეთავაზებინათ ალტერნატიული ადგილი, ეს არ მომხდარა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გვქონდა უფლება აქცია იმ ადგილას ჩაგვეტარებინა, რომელიც თავდაპირველად მოვითხოვეთ“, - განაცხადა ალექსეი ნავალნიმ სასამართლო სხდომაზე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთში გამართულ მიტინგზე 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მოსკოვში მიტინგი ტვერსკის ქუჩაზე გაიმართა. აქტივისტების წინააღმდეგ სამართალდამცველებმა ხელკეტებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენება დაიწყეს.აქციის მონაწილეების დაკავება დედაქალაქის გარდა სხვა ქალაებში მოხდა





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics