18:22 - 23 May, 2026
|
2017-03-26 13:00:33, 1140 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტრო საერთაშორისო აქციას „დედამიწის საათი“ შეუერთდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საერთაშორისო აქციას „დედამიწის საათი“ ყოველწლიურად უერთდება. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, 20:30 საათზე უწყებამ ელექტროენერგია ერთი საათით გამორთო და ამ ფორმით ჩვენი პლანეტის მიმართ თანადგომა გამოხატა. საერთაშორისო აქციის მიზანი კლიმატის ცვლილების შესახებ საზოგადოების ინფორმირება, მისი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა, საკუთარი ქცევის შეფასება და გარემოს სასარგებლოდ შეცვლაა. „დედამიწის საათი“ მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს აცხადებს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)