23:09 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-24 13:35:42, 2274 ნახვა

ეკონომიკა
თებერვალში ლარში გაცემული სესხების მოცულობა 2.3%-ით გაიზარდა, უცხოური ვალუტით გაცემული კი, 0.3%-ით შემცირდა

თებერვალში ლარში გაცემული სესხების მოცულობა 2.3%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 0.3%-ით შემცირდა.

ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2017 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით 451.7 მილიონი ლარით (2.4 პროცენტით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.6 პროცენტით გაიზარდა) და 2017 წლის პირველი მარტისთვის 18.7 მილიარდი ლარი შეადგინა.

სებ-ის ცნობით, ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 153.4 მლნ ლარით (2.3 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 605.0 მლნ ლარით (4.8 პროცენტით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.3 პროცენტით შემცირდა).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2017 წლის თებერვლის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 2.0 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.9 პროცენტით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით - 6.5 მლრდ ლარის (3.2 პროცენტით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.3 პროცენტით მეტი).

2017 წლის თებერვლის განმავლობაში 1.9 პროცენტით ანუ 184.9 მლნ ლარით შემცირდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი მარტისთვის 9.4 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი მარტისთვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 36.31 პროცენტი შეადგინა. პირველი თებერვლის  მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.59 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics