|
2017-03-24 10:46:51, 2455 ნახვა
ეკონომიკა
თბილისში ახალი საფეიქრო საწარმო აშენდება
ახალ საფეიქრო საწარმს შპს „ტიფლის ტექსტილი“ თბილისში, კაიროს ქუჩის N81-ში გახსნის. კომპანია საწარმოში 3 872 268 ლარის ინვესტიციის განახორციელებას და პირველ ეტაპზე 24 ადამიანს დასაქმდებას გეგმავს. წარმოების გაფართოვებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც გაიზრდება. ახალი საწარმოს ასაშენებლად შპს „ტიფლის ტექსტილს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კაიროს ქუჩაზე 9 492 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 1 ლარად გადასცა. სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში უკვე 231 პროექტია მხარდაჭერილია, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 512.01 მლნ ლარს შეადგენს, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა - 280.35 მლნ ლარს, ხოლო დასაქმებულთა ჯამური რაოდენობა 10,311 ადამიანს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)