|
2015-04-05 14:09:13, 683 ნახვა
სამართალი
ვარკეთილში მიმდინარე სპეცოპერაცია დასრულდა
ვარკეთილში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილის დასაკავებლად მიმდინარე სპეცოპერაცია რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. სამძებრო სამუშაოებში სპეცრაზმელები, პოლიციელები, სამართალდამცველები იყვნენ ჩართული. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა შედეგით დასრულდა სპეცოპერაცია. მასთან დაკავშირებით ამ დრომდე ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. სპეცოპერაცია ვარკეთილში დაახლოებით, დილის 4 საათზე დაიწყო. სამართალდამცველებმა საცხოვრებელი კორპუსები შეამოწმეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეჭვმიტანილი ავტონაწილების ბაზრის სავაჭრო ტერიტორიაზე იმყოფებოდა, რის გამოც ბაზრიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. სამძებრო სამუშაოები ჯავახეთის ქუჩაზეც ჩატარდა, სადაც გუშინ ტრაგიკული შეთხვევა მოხდა. შეგახსენებთ, შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს. აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)