|
2017-03-23 10:02:01, 2625 ნახვა
ეკონომიკა საზოგადოება
თბილისში საფეიქრო ნაწარმის საწარმო შეიქმნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კირიკაშვილის განცხადებით, პროგრამა "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში, კიდევ ორი ახალი საწარმო თბილისსა და ქუთაისში გაიხსნება. როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ქუთაისში არაძვირფასი ლითონების, ხოლო თბილისში საფეიქრო ნაწარმის საწარმოები შეიქმნება. "პროგრამა "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში კიდევ ორი ახალი საწარმოს შექმნა გამოდის დღეევანდელი მთავრობის სხდომაზე. ეს გახლავთ ქუთაისში არაძვირფასი ლითონების მწარმოებელი საწარმო, რომლის შექმნისთვისაც სახელმწიფო გადასცემს მიწას და პროგრამის ფარგლებში ყველა მექანიზმი ჩაირთვება. ეს გახლავთ მილიონ 360 ათასი ლარის ინვესტიცია და პროექტის სხვადასხვა ეტაპზე 60-მდე ადამიანი დასაქმდება. ასევე მეორე გახლავთ თბილისში საფეიქრო ნაწარმის საწარმო. განხორციელდება 4 მილიონ ლარამდე ინვესტიცია და პირველ ეტაპზე საწარმოში 30-მდე ადამიანი დასაქმდება",- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)