|
2017-03-20 15:40:35, 2678 ნახვა
ეკონომიკა
ეროვნულმა ბანკმა სს „კრედო ბანკზე“ საბანკო საქმიანობის ლიცენზია გასცა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, სს "კრედო ბანკზე" საბანკო საქმიანობის ლიცენზია გასცა. სებ-ის ინფორმაციით, სს "კრედო ბანკი" საქართველოს ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს, როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია (ყოფილი სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო"). „კრედოს 2014 წლიდან ინვესტორთა კონსორციუმი ფლობს, რომელიც, თავის მხრივ, მიკროსაფინანსო და სხვა საფინანსო მომსახურებას საერთაშორისო მასშტაბით ახორციელებს და წარმოდგენილია ევროპის, აზიის, სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის კონტინენტებზე. თბილისსა და საქართველოს 10 რეგიონში სს "კრედო ბანკის" 62 ფილიალი მუშაობს. კომპანიის მთავარი მიზანი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების მდგრადი ფინანსური სერვისით უზრუნველყოფა და ზოგადად, საქართველოში მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარებაა. სს "კრედო ბანკის" საზედამხედველო კაპიტალი დაახლოებით 120 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო აქტივების ზომის მიხედვით საბანკო სექტორში მე-10 პოზიციას დაიკავებს“, - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში. დღეისათვის, სს "კრედო ბანკი"-სათვის ლიცენზიის გაცემის შემდეგ, საქართველოს საბანკო სექტორი 17 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი - https://www.nbg.gov.ge/index.php?m=403
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)