09:45 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-20 15:23:40, 2364 ნახვა

სამართალი კომენტარი
ირაკლი შოთაძე: არანაირ დირექტივებს და „მესიჯბოქსებს“ პროკურატურა მის საქმიანობასთან დაკავშირებით არ იღებდა

„არანაირ დირექტივებს და  „მესიჯბოქსებს „  პროკურატურა მის საქმიანობასთან დაკავშირებით არ იღებდა, არ იღებს და არ მიიღებს“,-ასე გამოეხმაურა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრის ოთარ კახიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც,  ე.წ. მესიჯბოქსს პოლიტიკოსებთან ერთად,  საქართველოს მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე იღებს და მმართველი გუნდის დაკვეთებს ასრულებს.

„ჩვენ არავისგან არაფერს არ ვღებულობთ, თითოეულ სისხლის სამართლის საქმეზე საზოგადოების ინფორმირებას ვახდენთ შესაბამისი საქმის საჭიროებებიდან და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. არანაირ დირექტივებს და „მესიჯბოქსებს“ პროკურატურა მის საქმიანობასთან დაკავშირებით არ იღებდა,  არ იღებს და არ მიიღებს. ერთადერთი ჩვენთვის დირექტივა არსებობს აქართველოს კონსტიტუცია  და კანონები“,-განაცხადა ირაკლი შოთაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics