|
2015-04-04 12:02:54, 810 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური ყაზახური კომპანია „ KazTransOil“-ის გენერალურ დირექტორს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ყაზახური კომპანია KazTransOil-ის გენერალურ დირექტორს კაირგელდი კაბილდინს შეხვდა. ფინანსთა სამინიტროს ინფორმაციით, უწყებაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივა განიხილეს. უწყების ცნობით, სტუმრების მხრიდან საუბარი ასევე შეეხო ყაზახურ ჰოლდინგ „Batumi Terminal Limited“-ში შემავალ კომპანიებში: შპს „ბათუმის ნავთობტერმინალსა და შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურში“ ტვირთების გადაზიდვებთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას და პრობლემის გადაჭრის გზებს. როგორც შეხვედრაზე ყაზახური კომპანიის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, ჰოლდინგში იგეგმება რეორგანიზაცია და საკადრო ცვლილებები, რომლის დასრულების შემდეგ, კომპანია გააგრძელებს სრული დატვირთვით მუშაობას და აღებული ვალდებულებების შესრულებას. თავის მხრივ, ფინანსთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული საკითხი უახლოეს პერიოდში მოგვარდება და ორივე ქვეყნის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები შეძლებენ გააუმჯობესონ და გააფართოონ პარტნიორული ურთიერთობები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)