|
2017-03-20 12:05:36, 2804 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენ ვართ მე-7 ბიზნესის დაწყების რეიტინგით და მე-3 მშენებლობის ნებართვის გაცემის მიხედვით
ბიზნეს ფორუმზე „საქართველოს ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები“ გამოსვლისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გამოსვლისას, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ბოლოდროინდელ წარმატებულ შეფასებებზე ავტორიტეტულ საერთაშორისო რეიტინგებში. პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველო მსოფლიოს ბანკის „Doing Business 2017”-ის რეიტინგში არის მე-16 მსოფლიოს 198 ქვეყანას შორის. მისი თქმით, „ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ბიზნესი ხარჯავს ძალიან ცოტა თანხას და დროს, როდესაც ის ეხება ბიუროკრატიას. ჩვენ ვართ მე-7 ბიზნესის დაწყების რეიტინგით და მე-3 მშენებლობის ნებართვის გაცემის მიხედვით.“ დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე გაამახვილა ყურადღება „ჰერითიჯის ფონდის“ „ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგი“. აღნიშნულის თანახმად, საქართველო მე-13 ადგილზეა. „არ შემიძლია არ შევეხო კორუფციის ინდექსს, რომლის მიხედვითაც „ტრეის მატრიქსის“ გამოქვეყნებული მონაცემებით, ჩვენ მე-11 ადგილზე ვიყავით მსოფლიოში და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ჩვენი შედეგები უკეთესი იქნება“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)