|
2017-03-17 18:52:58, 2592 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი გახარია ლატვიის ვიცე-პრემიერს შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია სამუშაო ვიზიტი ლატვიაში იმყოფება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გიორგი გახარია ლატვიის ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრ არვილსაშერადენის შეხვდა. მათივე ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის მიმდინარე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება იყო. ,,ეს იყო პირველი გაცნობითი შეხვედრა. იმედი მაქვს, რომ საქართველო-ლატვიის თანამშრომლობა უფრო ეფექტიანი გახდება, რადგან ჩვენს ქვეყნებს შორის ტრადიციულად ძალიან აქტიური პოლიტიკური დიალოგი და პოლიტიკური მხარდაჭერა იყო. მიზნადდავისახეთ, რომ ამას აქტიური ეკონომიკური თანამშრომლობადავუმატოთ. დაგეგმილი გვაქვსკონკრეტული ღონისძიებები, როგორც ბიზნესის ჭრილში, ასევე საკანონმდებლო მიმართულებით. სულ მალე, ვფიქრობთ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა გაიზრდება როგორც ვაჭრობის, ისე პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისადა ტურიზმის მიმართულებით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი რიგაში საქართველო-ლატვიის ერთობლივი მთავრობათაშორისი სავაჭრო-ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური კომისიის მე-3 სხდომაში მონაწილეობს. კომისიის სხდომა ლატვიის დედაქალაქში მეორე დღეა გრძელდება და მასში როგორც საქართველოდან, ისე ლატვიიდან სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები არიან ჩართულნი. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)