|
2015-04-04 10:13:56, 643 ნახვა
სამართალი
ქრთამის აღების ბრალდებით დმანისის რაიონის გამგებლის წარმომადგენელი დააკავეს
შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად გამოავლინეს და ქრთამის მოთხოვნაში ამხილეს დმანისის რაიონის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ირგანჩაიში – ალიბაი გასანოვი. უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ალიბაი გასანოვმა მოქალაქეს დაუმზადა ყალბი ცნობა, თითქოსდა აღნიშნულმა მოქალაქემ ამავე სოფელში მაცხოვრებელი პირებისგან 48 ტონა სათესლე კარტოფილი შეიძინა, რის სანაცვლოდაც, ქრთამის სახით, 900 აშშ დოლარი მოსთხოვა. „დადგინდა, რომ მოქალაქეს აღნიშნული ცნობა შეძენილი კარტოფილის წარმომავლობის დასადასტურებლად სჭირდებოდა. ალიბაი გასანოვმა მას შეატყობინა, რომ 48 ტონა კარტოფილს სოფელ ირგანჩაიში ვერ შეიძენდა, მაგრამ მას შეეძლო ნებისმიერ ტერიტორიაზე შეეძინა სასურველი ოდენობის კარტოფილი, ხოლო თვითონ დაუმზადებდა სათანადო ცნობას. სამართალდამცველებმა ალიბაი გასანოვი ქრთამის აღების ფაქტზე დმანისის რაიონში დააკავეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)