|
2017-03-16 10:16:47, 909 ნახვა
სამხედრო
32-ე ბატალიონის ქვედანაყოფმა ქარა ბაღის რაიონში ჰუმანიტარული ოპერაცია ჩაატარა
საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ქვედანაყოფმა ქარა ბაღის რაიონში ჰუმანიტარული ოპერაცია ჩაატარა. 32-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა რომან სანიკიძემ ქარა ბაღის რაიონის უხუცესებთან - მალიკებთან გამართა შეხვედრა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცა. მალიკებთან შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო პროექტებსა და უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს. ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ჰუმანიტარული ოპერაცია ავღანეთის უსაფრთხოების ძალებთან და ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად ჩაატარეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებს. ქართული ქვედანაყოფი ბაზის შიდა და გარე უსაფრთხოების ამოცანებს, ასევე დაქვემდებარებული ოპერაციის რაიონის კონტროლს ახორციელებს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)