|
2017-03-15 11:20:40, 1856 ნახვა
სამართალი
ბათუმში დაკავებულთა სასამართლო პროცესი დღეს განახლდება
ბათუმში საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესი დღეს განახლდება. გუშინ დამატებითი მტკიცებულებების მოთხოვნით, რამდენიმე პროცესი გადაიდო. გამორიცხული არაა, დღესვე სასამართლომ ხელწერილით გათავისუფლებულებთან დაკავშირებითაც იმსჯელოს. ამჟამად პატიმრობაში 7 ადამიანი რჩება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით მიმდინარეობს, რაც მასობრივ არეულობასა და პოლიციაზე, სახელმწიფოს სხვა წარმომადგენლობაზე, ან საჯარო შენობაზე თავდასხმას გულისხმობს. შეგახსენებთ, 11 მარტს, პროტესტის ნიშნად ბათუმში მოქალაქეების ნაწილმა ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა გადაკეტა. პროტესტის მიზეზი საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ, მოქალაქის დაჯარიმება გახდა. აქციის მონაწილეები აღნიშნავდნენ, რომ საპატრულო პოლიცია ჯარიმებს უსაფუძვლოდ უწერს, რაც მათ მძიმე ეკონომიკურ ტვირთად აწვებათ. შეკრების მონაწილეების მხრიდან ისმოდა უკმაყოფილება ბათუმში პოლიციის სამმართველოს უფროსად ახალდანიშნული კახა ბუხრაძის მიერ საპოლიციო ღონისძიებების გამკაცრებით, ქალაქში „ახალი წესრიგის” დამყარების, სიღარიბის ფონზე მაღალი ჯარიმების გამოყენებით მოსახლეობისთვის ეკონომიკური ტვირთების დამძიმების, აჭარაში მაღალ თანამდებობებზე არაადგილობრივი პირების დანიშვნის თაობაზე. აქციის მიმდინარეობის დროს, პოლიციამ გზის გახსნა სცადა და რამდენიმე პირიც დააკავა, რაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა. საღამოს აქციამ პოლიციის სამმართველოსთან გადაინაცვლა, სადაც შეკრების მონაწილეები დაკავებული პირების გათავისუფლებასა და საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობიდან მოხსნას ითხოვდნენ. შემდგომ აქციის მონაწილეების ნაწილმა აჭარის პოლიციის სამმართველოში შეჭრა სცადა. ღამის საათებში, აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო - აქციის მონაწილეები არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცავების მოთხოვნებს და გადავიდნენ ვანდალური ქმედებების განხორციელებაზე. აქციის მონაწილეებმა დააზიანეს და დაწვეს ავტომობილები, იწვოდა ხეები და ნაგებობებიც. დაპირისპირების დროს დაშავდნენ აქციის მონაწილეები და პოლიციელები. აღსანიშნავია, რომ შეკრების ადგილზე იმყოფებოდნენ და რადიკალურ ულტიმატუმებს აჟღერებდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლები. ოფიციალური ინფორმაციით, გამთენიისას, ძალადობრივ ქმედებებში მონაწილე ადამიანების ძირითადი ნაწილი, 40 პირი პოლიციამ დააკავა. თუმცა, როგორც ცნობილია, პროკურატურა 75 ადამიანის პასუხისმგებლობას ითხოვს.
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)