|
2017-03-14 14:24:41, 2285 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო ინვესტორთა ჯგუფს შეხვდა
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო ინვესტორთა ჯგუფს შეხვდა, რომლის შემადგენლობაშიც „JP Morgan“-ის, „Spinnaker“-ის, „BNP IP“-ის, „Bank of America Merril Lynch“-ის, „Danske Capital”-ის და “T.Rowe Price”-ის წარმომადგენლები იყვნენ. პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს ეკონომიკის პოზიტიურ მაჩვენებლებზე, ფისკალურ სტაბილურობაზე, მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაზე ვრცლად ისაუბრა, რომელიც მიმართულია ეკონომიკის ზრდის დასაჩქარებლად და ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად. დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიღწეულ შეთანხმებაზე, ახალი პროგრამის დაწყებაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მხარდაჭერას ითვალისწინებს. საერთაშორისო ინსტიტუციონალური ინვესტორი კორპორაციების წარმომადგენლებმა სურვილი გამოთქვეს საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების განხორციელებით. აღინიშნა, რომ ისინი უკვე ფლობენ საქართველოს ფასიან ქაღალდებს - ევრობონდებს. თუმცა, მათ ასევე გამოხატეს დაინტერესება მთავრობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების ადგილობრივი ბაზრით. შეხვედრას ასევე დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)