|
2017-03-10 18:02:19, 2318 ნახვა
ეკონომიკა
ეროვნული ბანკი საკოლექციო დანიშნულების მონეტების დიზაინზე კონკურსს აცხადებს
2018 წელს საქართველო, სხვა მნიშვნელოვან თარიღებთან ერთად, ორ განსაკუთრებულ თარიღს აღნიშნავს - 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლისთავსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლისთავს. საქართველოს ეროვნული ბანკი ამ თარიღებთან დაკავშირებულ არაერთ ღონისძიებასა და პროექტს საკოლექციო დანიშნულების მონეტების გამოშვებით უერთდება. ამასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 9 მარტს, მონეტების დიზაინის ესკიზზე კონკურსი გამოცხადდა. კონკურსი საჯაროა და მასში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მონაწილეობა. კონკურსის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე - https://www.nbg.gov.ge/index.php?m=378
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)