|
2015-04-03 10:44:56, 645 ნახვა
სამართალი
თაღლითობის ბრალდებით დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს
შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს და გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად გამოავლინეს და თაღლითობაში ამხილეს საქართველოს შს სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს უფროსის მოადგილე ბადრი მენოგნიშვილი. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბადრი მენოგნიშვილი, 10 000 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლების მიზნით, მოქალაქეს დაჰპირდა, რომ აუქციონზე გაამარჯვებინებდა და საგარეჯოში, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე რიცხულ 7097 კვ.მ მიწის ფართს შეასყიდებდა მასზე განთავსებული ორი კაპიტალური შენობა-ნაგებობით. სამართალდამცავებმა ბადრი მენოგნიშვილი თბილისში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი მოქალაქისგან 10 000 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლა. გამოძიება თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)