|
2017-03-09 13:09:16, 2266 ნახვა
ეკონომიკა
ინოვაციების სააგენტოსა და ირანის ტექნოლოგიურ პარკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლობა ოფიციალური ვიზიტით ირანში, ქალაქ იაზდში იმყოფებოდა. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში სააგენტოსა და ქ. იაზდის ტექნოლოგიურ პარკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მთავარ საგანს წარმოადგენს ქართველი სტარტაპებისთვის ქ. იაზდის ტექნოლოგიურ პარკში სივრცის გამოყოფა და მათთვის ადგილობრივი მხარდაჭერის აღმოჩენა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, რომელიც საქართველოში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებასა და სტარტაპების ხელშეწყობას ითვალისწინებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ქართველ სტარტაპებს ირანის 80 მილიონიან ბაზარზე შესვლასა და საკუთარი ბიზნესის განვითარებაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)