09:42 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-07 23:46:52, 2232 ნახვა

სამართალი
გიორგი აბაშიშვილი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ეს არის მნიშვნელოვანი მონაპოვარი

ეს არის მნიშვნელოვანი მონაპოვარი და ვფიქრობთ, რომ ეს ასე უნდა გაგრძელდეს საბოლოო გადაწყვეტილებამდე, - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი, ევროსასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის საქმეზე შეჩერების გადაწყვეტილების უვადოდ გაგრძელებას.

როგორც აბაშიშვილმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, გიორგი მარგველაშვილი შეშფოთებით უყურებს ევროპელი პარტნიორების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს.

„ძალიან შემაშფოთებელი იყო ის განცხადებები, რომელიც ისმოდა ჩვენი პარტნიორების მხრიდან, მაგრამ მე ვხედავ, რომ ეს განცხადებები კიდევ უფრო მეტად დამძიმდება, თუ ჩვენა ქედან შესაბამის დასკვნებს არ გამოვიტანთ“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

აბაშიშვილმა აქვე ირაკლი კობახიძის ნათქვამი გააკრიტიკა, რომ სტრასბურგში რუსთავი 2-ის სარჩელის განხილვა საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს.

„მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ასეთი განცხადებები, მე არ ვიცი, რა კომენტარები შეიძლება მოყვეს ამას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველო არის საქართველოს მოქალაქეების, საქართველოს ევროპული არჩევანი და საქართველოს დემოკრატიული არჩევანი და საქართველოში სიტყვის თავისუფლების გამარჯვების“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. 

ირაკლი კობახიძის ამ განცხადებას თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელიც გამოეხმაურა, რომელმაც იკითხა, თუ რომელ უნივერსიტეტში უთხრეს, რომ სტრასბურგში საქმე ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოა?

კობახიძემ ხიდაშელის მისამართით განაცხადა, რომ ის ერთმანეთისგან ვერ არჩევს იურიდიულ და პოლიტიკურ განცხადებებს და სწორედ ამიტომ მიიღო 1.5% არჩევნებში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
ხორვატია, ბულგარეთი და სერბეთი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
ჩინეთის პრემიერი ლი ციანი - ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა კარგად ვითარდება
ერდოღანი - ვულოცავთ ქართველ ხალხს, მეზობელი და მეგობარი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics