|
2015-04-03 09:46:10, 860 ნახვა
ეკონომიკა
საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტი პარლამენტს უახლოეს მომავალში წარედგინება
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონის პროექტი განიხილეს ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. კანონის პროექტის თანახმად, ფიზიკური პირების მიერ ბინების გაქირავებით მიღებული შემოსავალი 20%-ის ნაცვლად 5%-ით დაიბეგრება; დაწესდება შეღავათები ავტოიმპორტიორებისთვის, რაც მათ გადასახადს საშუალოდ 1000 ლარით შეუმცირებს; საქართველოში ხორბლის იმპორტიორებს დღგ-ის გადახდის ვადა გაუხანგრძლივდებათ; ასევე, ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებები გაფორმდება - ომანთან, ლიბანთან, ლიხტენშტაინთან, კვიპროსსა და მაროკოსთან, რაც გაზრდის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. ეკონომიკურმა საბჭომ დღევანდელ სხდომაზე ასევე მოისმინა ინფორმაცია 2015 წლის ზაფხულში ბათუმში დაგეგმილი ტურისტული ღონისძიებების შესახებ, რომელსაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო განახორციელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)