08:56 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-05 10:09:53, 2449 ნახვა

სამართალი
შსს-ს აკადემია ახალ პროექტს ახორციელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს  აკადემიამ, სამართლის საბაკალავრო პროგრამის და საპოლიციო რეგულირების სფეროში საჯარო სამართლის სამაგისტრო პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით, ახალი პროექტის - „შენი მომავალი - შსს-ს აკადემია“ - განხორციელება დაიწყო.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, შსს-ს აკადემიის რექტორი გივი მიქანაძე და აკადემიის წარმომადგენლები ქვეყნის რეგიონებსა და ქალაქებში - ბათუმში, ოზურგეთში, კასპში, წილკანსა და შუახევში აბიტურიენტებს შეხვდნენ.

მათივე ცნობით, შსს-ს აკადემიის თანამშრომლებმა საჯარო სკოლების უფროსკლასელ მოსწავლეებს აკადემიის საქმიანობა და სასწავლო პროგრამები გააცნეს. შეხვედრებზე შსს-ს არქივის მიერ უნიკალურ ისტორიულ-დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით მომზადებული ფილმის ჩვენებაც მოეწყო.

შსს-ს აკადემია საჯარო სკოლის მოსწავლეებთან პროფესიული ორიენტაციის თემაზე საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობიდან 33 წელი გავიდა
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics