|
2017-03-04 11:02:01, 2254 ნახვა
სამართალი
სტრასბურგის სასამართლოში ვანო მერაბიშვილის საქმის განხილვა 8 მარტს გაიმართება
სტრასბურგის სასამართლოში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმის განხილვა 8 მარტს გაიმართება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი და მერაბიშვილის ინტერესების დამცველი ოთარ კახიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. როგორც კახიძე აცხადებს, მტკიცებულებათა წარდგენის დასრულების შემდეგ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ევროსასამართლოს მიმართა, რომ კახიძე დეპუტატი გახდა და ადვოკატი აღარ არის. მისივე თქმით, აღნიშნულის გამო, წულუკიანი მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას ითხოვდა, თუმცა მოთხოვნა სასამართლოს პრეზიდენტმა არ დააკმაყოფილა. „დღეს სტრასბურგია მთავარი საკითხი და შეგახსენებთ, რომ 8 მარტს ვანო მერაბიშვილის საქმის ზეპირი განხილვაა ევროპული სასამართლოს დიდ პალატაში. ამ საქმეზე აპლიკაცია მე გავგზავნე და ვიცავდი ვანოს უფლებებს. მტკიცებულებათა წარდგენა დავასრულეთ თუ არა, თეა წულუკიანმა სასამართლოს მიწერა - ოთარ კახიძე პარლამენტის წევრი გახდა, ადვოკატი აღარ არის და ყველა მტკიცებულება, რომელიც წარმოგიდგინათ, დაუშვებლად სცანითო. ადვოკატთა ასოციაციის წევრობა არ არის აუცილებელი იმისათვის, რომ დაიცვა ადამიანის უფლება და წარმოადგინო განმცხადებელი სტრასბურგის სასამართლოში. ეს იციან კვალიფიციურმა იურისტებმა, მაგრამ არ იცოდა ქ-ნმა თეამ. სასამართლოს პრეზიდენტმა არ დააკმაყოფილა იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნა, ჩემი გაგზავნილი მტკიცებულებები დაშვებულია და მე კვლავ წარმოვადგენ ვანო მერაბიშვილის ინტერესებს“, - წერს ოთარ კახიძე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)