|
2017-03-04 11:13:15, 2635 ნახვა
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა ზუგდიდში ალკოჰოლის ფალსიფიცირების ფაქტი გამოავლინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ალკოჰოლური სასმელის ფალსიფიცირების ფაქტი გამოავლინა. უწყების ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქ. ზუგდიდში მცხოვრები მოქალაქე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში სისტემატურად ახდენდა ცნობილი ქართული ალკოჰოლური სასმელების - "სარაჯიშვილის", "დავითის", "ორველის", ,,ივერიონის’’, ,,გრუმის’’, ,,დიდგორისა’’ და ,,ხვანჭკარას’’ ფალსიფიკაციას, ხოლო შემდეგ, დამზადებული ფალსიფიცირებული პროდუქციის რეალიზაციას ახდენდა სხვადასხვა ფიზიკურ პირზე. "ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული ალკოჰოლი, მინის ბოთლები, სხვადასხვა სახის ხსნარები და ყალბი აქციზური მარკები. საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით და 200 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 წლამდე ვადით", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)