|
2017-03-02 12:40:07, 2440 ნახვა
ეკონომიკა
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ბენეფიციარებს სასწავლო კურსი ჩაუტარდებათ
მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ბენეფიციარებს სასწავლო კურსი ჩაუტარდებათ. კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მეწარმეების უნარების ამაღლების, პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობისა და არსებული ბიზნესის შემდგომი განვითარების მიზნით, კონკრეტული ბენეფიციარებისთვის მარკეტინგული მომსახურების შეთავაზება დაიგეგმა, რაც მოიცავს მათთვის 3 თვიან საკონსულტაციო მომსახურებას და მის ფარგლებში სასწავლო კურსის განხორციელებას. პროგრამის ბენეფიციარებისათვის სასწავლო სემინარი 4 მარტს, სასტუმრო „ფაბრიკას“ ტერიტორიაზე (თბილისი, ნინოშვილის 8), 10:00 საათიდან 18:00 საათამდე გაიმართება. 4 მარტს დაგეგმილ სემინარზე მეწარმეობის კუთხით საქართველოში არსებული შესაძლებლობები და პრობლემატიკა, ფასდადგენასთან, პროდუქტის შეფუთვასა და ბრენდირებასთან დაკავშირებული და სხვა, ბიზნესის წარმატებულად წარმართვისთვის აუცილებელი საკითხები იქნება განხილული.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)