|
2017-03-01 14:52:37, 2527 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: იანვარში მიღწეული 5.2%-იანი ზრდა ადასტურებს, რომ მთავრობის რეფორმებმა წარმატებული სტარტი აიღო
ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, იანვარში მიღწეული 5.2%-იანი ზრდა ადასტურებს, რომ მთავრობის რეფორმებმა წარმატებული სტარტი აიღო. როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, 2017 წლის იანვარ-თებერვალში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა შეადგინა 1,317 მლნ ლარი, რაც 18,6%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. მისივე თქმით, მნიშვნელოვნად დადებითი ტენდენციაა ფულად გზავნილებში, სადაც ზრდა 26.1%-ს შეადგენს. 2017 წლის იანვარში ტურიზმიდან შემოსავლები გაიზარდა 25%-ით, ამავე პერიოდში ექსპორტი წინა წელთან გაზრდილია 45%-ით. მინისტრის განმარტებით, წლის დასაწყისში განვითარებული პოზიტიური ტენდენციები ადასტურებს, რომ მთავრობის მიერ განხორციელებული ფისკალური და სტრუქტურული რეფორმები, 4-პუნქტიანი გეგმა რეალისტური, ეფექტური, შედეგზე და ეკონომიკურ ზრდაზეა ორიენტირებული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)