08:56 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-01 12:24:25, 2342 ნახვა

სამართალი
პრეზიდენტმა 157 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 157 მსჯავრდებული შეიწყალა.

ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, კომისიამ 2017 წლის 16 თებერვლიდან 21 თებერვლის ჩათვლით პერიოდში 890 პირის საკითხი განიხილა.

„შეწყალების საკითხთა კომისიის ზემოაღნიშნულ პერიოდში მუშაობის შედეგად საქართველოს პრეზიდენტმა 2017 წლის პირველ მარტს 157 მსჯავრდებული შეიწყალა, აქედან შეწყალების აქტი შეეხო 8 ქალბატონ მსჯავრდებულს და 1 არასრულწლოვან მსჯავრდებულს.

93 მსჯავრდებული თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან  გათავისუფლდა, რომელთაგან 6 ქალბატონი და 1 არასრულწლოვანია.

შეწყალების აქტით თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 64 მსჯავრდებულს, მათ შორის 2 ქალბატონს“, - განაცხადა ქორიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობიდან 33 წელი გავიდა
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics