|
2015-04-02 10:51:46, 662 ნახვა
სამართალი
ე.წ. „დეზერტირების ბაზრის“ მოქმედი ვეტექიმები დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღებისა და ყალბი ბეჭდის დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ე.წ. „დეზერტირების ბაზრის“ მოქმედი ვეტექიმები ხვიჩა ბიჭიაშვილი და მამუკა მჟავანაძე დააკავა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგმოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, დადგენილია, რომ ბრალდებულებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ყალბი მონაცემები შეჰქონდათ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარულ მოწმობა - ფორმა N2-ებში, რასაც ადასტურებდნენ სამსახურებრივი ბეჭდებით და ასაღებდნენ სასაკლაოს გვერდის ავლით დაკლული, გაურკვეველი წარმოშობის ხორცით ბაზარში მოვაჭრე პირებზე. გარდა ამისა, ბრალდებულები ხორცს ამოწმებდნენ ყალბი ბეჭდით. შესაბამისად, ვეტერინარულად შეუმოწმებელი, გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი ხვდებოდა საქართველოში მოქმედ ხორცპროდუქტების სავაჭრო ქსელში. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 221-ე და 362 მუხლით, სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ექვს წლამდე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)