|
2017-02-24 18:39:31, 2235 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ადა მარშანია „ოცნებას“: პარლამენტში შვილი ოპოზიცია გყავთ „ნაცმოძრაობის“ სახით, ჩვენ თავს გერად ვგრძნობთ
ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები“ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ. როგორც ფრაქციის წევრმა ადა მარშანიამ განაცხადა, არ არის გაზიარებული პრინციპი, რომ მოსმენების სამსახური იყოს დამოუკიდებელი სტრუქტურა და არა - სუსის დაქვემდებარებაში. ამასთან, ადა მარშანია კანონპროექტის განხილვის დროს საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე დებატებს გამოეხმაურა. ადა მარშანიამ „ნაციონალური მოძრაობა“ და საპარლამენტო უმცირესობა გააკრიტიკა. გარდა ამისა, „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, არ მიიღონ კანონები, რომლებიც მათ ხელისუფლებაში ყოფნას გააგრძელებს: „არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ე.წ. დებატებს, რომელიც ამ დარბაზში მიმდინარეობდა. ბატონებო, ოპოზიცია რომ გქვიათ და „ქართული ოცნება“, რომ პატივცემულს გეძახით რატომღაც, თქვენი მოგონილია მოსმენების სამსახურის ასეთი არნახული მასშტაბით და ასეთი ცინიკური ფორმით გამოყენება, უამრავი ადამიანების ცხოვრების დანგრევა და დაკნინება. ამ დღეებში ეს ყველაფერი, ვითომ დებატები და განხილვა ამ კანონპროექტის, ეს იყო ცინიზმი თავხედობა და ფარსი, მხოლოდ პიარისთვის განკუთვნილი. თქვენ არაფერი გამოგივათ ასეთი დადგმებით აქ. ჩვენ არასოდეს დაგვავიწყდება თქვენი მოღვაწეობა. პატივცემულო „ქართულო ოცნებავ“, ჩვენ ვართ ოპოზიცია პარლამენტში და არა გერი ოპოზიცია, თქვენ აქ შვილი ოპოზიცია გყავთ „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, ჩვენ თავს ვგრძნობთ გერად ამ პარლამენტში და მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენ ნუ დადგებით იმ გზაზე, რასაც ჰქვია დამნაშავეების ხელის დაფარება და ნუ იღებთ ისეთ კანონებს, რომელიც თქვენს ხელისუფლებას ამყარებს და აგრძელებს. მიშას ემართებოდა ეს და ძალიან ცუდად დაამთავრა“,-აღნიშნა ადა მარშანიამ. ის ინიციატივით გამოვიდა, პარლამენტმა სააკაშვილის ხელისუფლების დროს მიღებული მანკიერი კანონების ნუსხა შეადგინოს.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)