|
2015-04-01 18:10:54, 939 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური: პირველ კვარტალში ბიუჯეტში შემოსავლები ხარჯებს აღემატებოდა
„პირველ კვარტალში ბიუჯეტში შემოსავლები ხარჯებს აღემატებოდა“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი პირველ კვარტალში ოპტიმისტურია და 4.9%-ს შეადგენს. "მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა, და ასევე მნიშვნელოვანი - ჩვენ უკვე მობილიზებული გვაქვს წლიური ბიუჯეტის 24%-ზე მეტი საგადასახადო შემოსავლების სახით. თავისთავად ცხადია - თებერვლის მაჩვენებელი არის ძალიან ოპტიმისტური და 4.9%-იანი ეკონომიკური ზრდა და 18%-ით დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვა არის გაზრდილი. თუმცა ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს და ამ დაკვირვებას გავაგრძელებთ და იმის და მიხედვით, თუ როგორი იქნება მარტი-აპრილი, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას პროგნოზებთან დაკავშირებით. თუმცა უნდა ითქვას, პირველი კვარტლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტი იყო პროფიციტური, ანუ ბიუჯეტში შემოსავლები აღემატებოდა ხარჯებს, თუმცა აქვე ავღნიშნავ, ხარჯებიც ძალიან მაღალია, მათ შორის მნიშვნელოვანია - გაზრდილია კაპიტალური დანახარჯები",-განაცხადა ხადურმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)