|
2017-02-22 15:42:59, 2337 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მდინარაძე: ვფიქრობ, სასამართლოც და პროკურატურაც საზოგადოებას ობიექტურობაში დაარწმუნებენ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები, რომ თითქოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან პოლიტპატიმრები, რადგან მათი ნაწილი გამართლდა. მდინარაძის თქმით, დღეს საქართველოში საგამოძიებო უწყებები და სასამართლო ხელისუფლების ჩარევისგან თავისუფალია: „ნაწილმა ამ სასამართლოში ჰპოვა სიმართლე და რადგან არასაკმარისი მტკიცებულებები იყო, ისინი გამართლდნენ. ხომ არ არის ეს თავისუფალი სასამართლოს თვისება? რატომ ხდება, რომ მხოლოდ ერთ საქმეზე მიდის პრეტენზიები, ტენდენციურობაზე და მსგავს სხვა საქმეებზე ასეთი პრეტენზიები არ არის 5 წლის განმავლობაში. ხომ არ არის ეს თავისუფალი სასამართლოს ერთ-ერთი თვისება? დასკვნას აკეთებს ბატონი კახიძე, რომ არანაირი მკვლელობა არ მზადდებოდა და პროკურორის გადადგომას და საგანგებო პროკურორის დანიშვნას ითხოვს. ხომ არ გავაკეთო ისე დღეიდან, რომ რომელი საქმეც არ მოგეწონებათ, ან მოგეწონებათ, საგანგებო პროკურორები დავნიშნოთ ამ საქმეებზე. ან რომელ საქმეშიც თქვენთვის სასარგებლო, გარკვეული ნიუანსები არ აღმოჩნდება, დავადასტუროთ, რომ რადგან კახიძე იტყვის ასე, საგანგებო პროკურორები დავნიშნოთ, რომლებიც სათქვენოდ გამოიძიებენ საქმეს. საქართველოში ჩემი აზრით, ასეთი აღარასდროს განმეორდება. ვფიქრობ, რომ სასამართლოც, პროკურატურაც და ინსტიტუტები თავის სათქმელს იტყვიან, ობიექტურობაში დაარწმუნებენ საზოგადოებას. ეს არის მათი პოზიტიური ვალდებულება. არ მინდა გამომივიდეს ცალმხრივად და ტენდენციურად. რა თქმა უნდა, იმ საქმეებზე, რომლებზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ამ ინსტიტუტების პოზიტიური ვალდებულებაა, რომ ყველა კითხვას გასცენ პასუხი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)