06:47 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-21 19:52:49, 2195 ნახვა

სამართალი
კაკაბაძე: ყველა სასულიერო პირი თანხმდება, რომ გიორგი მამალაძე თავდებით არ უნდა გამოვიდეს

ჩანაწერები ნახა თითქმის ყველა სასულიერო პირმა და ყველანი თანხმდება, რომ გამოძიება დროულად უნდა დასრულდეს. ასევე თანხმდებიან, რომ გიორგი მამალაძე თავდებით არ უნდა გამოვიდეს, რადგან ეს თავად მისთვის იქნება სახიფათო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

მისი განცხადებით, ერთადერთი განსხვავებული პოზიცია აქვს მამა პეტრეს.

​"ჩანაწერები ნახა თითქმის ყველა სასულიერო პირმა და ყველანი თანხმდება, რომ გამოძიება დროულად უნდა დასრულდეს. ასევე თანხმდებიან, რომ გიორგი მამალაძე თავდებით არ უნდა გამოვიდეს, რადგან ეს თავად მისთვის იქნება სახიფათო. ერთადერთი განსხვავებული პოზიცია აქვს მამა პეტრეს, მე ვერ გეტყვით, ზოგადად, რა პოზიციაზე დგას მამა პეტრე. გაუგებარია მისი პოზიცია. პატრიარქს ეს ჩანაწერი არ უნახავს, ყოველი შემთხვევისთვის - ამ დრომდე. ამ წუთების შემდეგ რა მოხდება, ამაზე ვერაფერს გეტყვით. შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან ამ წუთებში მიმდინარეობს და ალბათ დამატებითი დეტალები შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი”, - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics