14:54 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-16 15:35:25, 2239 ნახვა

ეკონომიკა
სახელმწიფო საწარმოებში შრომის უსაფრთხოების ცენტრალიზებული ინსპექტირების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის, საწარმოებში სამუშაო ადგილზე უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შექმნის მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

როგორც ექპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, მემორანდუმს ხელი სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მირიან ჩაჩავამ და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა მოაწერეს.

მემორანდუმი  სახელმწიფოს  50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის მიერ შრომის უსაფრთხოების ცენტრალიზებული ინსპექტირების განხორციელებას გულისხმობს.

შრომითი უსაფრთხოების ინსპექტირების განხორციელების მემორანდუმის მიზანია სახელმწიფო საწარმოებში შრომის უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით ინსპექტირების ჩატარება,  სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება, სახელმწიფო საწარმოსთვის წარდგენა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის გაცნობა, რეკომენდაციების საფუძველზე სახელმწიფო საწარმოებში შეხვედრების ორგანიზება.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
სვეტლანა ტიხანოვსკაია- ბელარუსებსა და ქართველებს ერთი და იგივე ხედვა აქვთ: იცხოვრონ როგორც თავისუფალმა, სუვერენულმა ევროპულმა ერებმა
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველო მისალოც წერილებს იღებს - განახლებადი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics