00:18 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-14 13:34:16, 1923 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ვახუშტი მენაბდე მიიჩნევს, რომ მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს

კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდის განცხადებით, მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს და დეპუტატების პროპორციული წესით არჩევა უნდა დაწესდეს.

როგორც მენაბდემ ჟურნალისტებს საკონსტიტუციო კომისიის სხდომის დაწყებამდე  განუცხადა, დღეს მოქმედი სისტემა ერთი პოლიტიკური ჯგუფის ხელში ძალაუფლების კონსოლიდირებას უწყობს ხელს.

„ამ პოლიტიკურ ლანდშაფტში რაც დღეს გვაქვს, მაჟორიტარული სისტემა მხოლოდ ხელს უწყობს იმას რომ ძალაუფლების კონსოლიდირება მოხდეს ერთი პოლიტიკური ჯგუფის ხელში. თუ ჩვენ გვინდა, რომ საზოგადოებრივი განწყობები ერთის მხრივ ავსახოთ, ხოლო მეორეს მხრივ მაქსიმალურად დაბალანსებული პარლამენტი მივიღოთ, უნდა გადავიდეთ ასორმოცდაათივე  დეპუტატის პროპორციული წესით არჩევაზე“,-განაცხადა მენაბდემ. 

რაც შეეხება, 5%-იან  საარჩევნო ბარიერს, კონსტიტუციონალისტის თქმით, ბარიერი   უნდა შემცირდეს, რათა წარმომადგენლობის პრობლემა პარლამენტში აღარ იყოს.

„პარლამენტის საარჩევნო სისტემა არის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი, რომელიც უნდა გადაჭრას მოქმედმა საკონსტიტუციო კომისიამ. ჩვენ თუ შევინარჩუნეთ 5%-იანი ბარიერი ეს კვლავ  დაგვაყენებს წარმომადგენლობის პრობლემის წინაშე. ამიტომ ბარიერი უნდა დავწიოთ“,-განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics