00:51 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-13 16:16:48, 2312 ნახვა

სამართალი კომენტარი
თალაკვაძის შეფასებით, პროკურატურის განცხადება არ იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ მკვლელობა პატრიარქის მიმართ მზადდებოდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, პროკურატურის განცხადება არ იძლევა  იმის თქმის საფუძველს, რომ პირი, რომლის მკვლელობის მცდელობაზეცაა საუბარი, პატრიარქია.

„არ გვაძლევს ჯერჯერობით ამის საფუძველს, მაგრამ გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ როდესაც გამოვლინდა ასეთი დანაშაული და აღიკვეთა ავტომატურ რეჟიმში უსაფრთხოების ზომები პატრიარქის დასაცავად იქნა გაძლიერებული და ძალიან კარგია, რომ სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი სწრაფად ჩაფრინდა ბერლინში და იმყოფება ადგილზე",-განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქირურგიულმა ჩარევამ წარმატებით ჩაიარა და პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

რაც შეეხება პროკურატურის მიერ გასაჯაროებულ ინფორმაციას, თალაკვაძის განმარტებით,  პირველ რიგში მისთვის  მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ძალიან ეფექტურად იმუშავეს და აღკვეთეს ის დანაშაული, რომელიც შესაძლოა მომხდარიყო.

"აქ არის მნიშვნელოვანი, რომ სახელმწიფო ძალიან ყურადღებით და ძალიან სწრაფად ახდენს რეაგირებას ამ ყველაფერზე. რაც შეეხება გამოძიებას, დარწმუნებული ვარ, გამოძიება გასცემს პასუხებს ყველა შეკითხვას, რომელიც ამ ეტაპზე აქვს საზოგადოებას, და გაირკვევა კიდევ უფრო მეტი ამ საქმესთან დაკავშირებით",-აღნიშნა თალაკვაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics