|
2017-02-10 19:04:32, 2147 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
გიგაური: იმან, რომ ვერ მოხერხდა კონკრეტულად ახსნა, როგორ მოხდება საზმაუს რეფორმა, პროცესის მიმართ უნდობლობა გამოიწვია
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე რეფორმის ჩატარება აუცილებელია, მათ შორის კადრების ოპტიმიზაციაც, თუმცა ამ პროცესის მიმართ ნდობა უნდა იყოს. როგორც გიგაურმა არასამთავრობო სექტორს, მედიაექსპერტებსა და არხის მენეჯმენტს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე ითქვა, რომ გადაცემები არ დაიხურება და გადაწყვეტილება კონკრეტულ გადაცემებთან დაკავშირებით, კონკრეტული კრიტერიუმების ჩამოყალიბების შემდეგ მიიღება. თუმცა, გიგაური აღნიშნავს, რომ თანამშრომლების პოლიტიკური მოტივაციით დათხოვნა არ უნდა მოხდეს: „ზოგადად, ვფიქრობ, რომ ის პროცესი, რა პროცესიც დღეს მიმდინარეობს საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ერთის მხრივ, ჩვენი ორგანიზაციაც საუბრობდა იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტული რეფორმების ჩატარება, მათ შორის კადრების ოპტიმიზაცია, მათ შორის ზოგადად ტექნიკური ბაზის გამართვა და ა.შ. მაგრამ ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს პროცესი განხორციელდეს დიდი ჩართულობით და ამ პროცესის მიმართ იყოს დიდი ნდობა. იმან, რომ დღევანდელი მენეჯმენტი გარკვეულწილად დაკავშირებულია ყოფილ პრემიერ-მინისტრთან და იმან, რომ ზოგადად ვერ მოხერხდა კონკრეტულად ახსნა საზოგადოებისთვის, თუ როგორ მოხდება ამ რეფორმის ჩატარება, გამოიწვია უნდობლობა ამ პროცესის მიმართ. დღევანდელ შეხვედრაზე ბევრი კითხვა დასვით კონკრეტიკასთან დაკავშირებით. აქვე ითქვა ის, რომ ყველა გადაცემა არ დაიხურება და მხოლოდ კრიტერიუმების ჩამოყალიბების შემდეგ მოხდება კონკრეტულ გადაცემებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება, ეს კარგია, რომ ასეთი გზავნილი გაიგზავნა საზოგადოების მიმართ, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, თუკი ამ პროცესში იქნება პოლიტიკური მოტივაციები, თუკი ხალხის გაშვება მოხდება პოლიტიკური მიზნებით, თუკი გადაცემები დაიხურება პოლიტიკური მოტივაციით, ცხადია, ამას არ დაერქმევა რეფორმა და რეფორმა უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ არხი უკეთესი გახდეს და არა იმისთვის, რომ პოლიტიკური მიზანი იქნას მიღწეული“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)