|
2015-03-31 16:08:44, 908 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრის მოადგილე: "აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკი" ინვესტიციების განხორციელებას შეუწყობს ხელს
"აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკი" ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განხორციელებას შეუწყობს ხელს, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, დავით ლეჟავამ განაცხადა. „ესაა ახალი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, რათა განხორციელდეს უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი. სწორედ ამიტომ, საქართველომ გამოხატა ინტერესი, როგორც დამფუძნებელი ქვეყანა შეერთებოდა აღნიშნულ ბანკს. ეს მოგვცემს საშუალებას, სხვა ქვეყნებთან ერთად ვიმუშაოთ სადამფუძნებლო დოკუმენტებზე, რათა გათვალისწინებული იყოს ჩვენი ინტერესები", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, სადამფუძნებლო დოკუმენტებზე მუშაობა ახლა იწყება და 2015 წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს. „ვფიქრობთ, ბანკის ინვესტიციები საქართველოში, მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გასაზრდელად. აღნიშნული ბანკი ახალ შესაძლებლობებს შესძენს განვითრებად ქვეყნებს და ასევე ითანამშრომლებს უკვე არსებულ დონორ ორგანიზაციებთან", - აღნიშნა დავით ლეჟავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)