|
2017-02-09 16:26:20, 2856 ნახვა
მსოფლიო
გერმანიის დედაქალაქში დღეს საერთაშორისო კინოფესტივალი Berlinale 2017 გაიხსნება
დღეს საღამოს გერმანიის დედაქალაქში საერთაშორისო კინოფესტივალი Berlinale 2017 გაიხსნება. NBC News-ის ინფორმაციით, კინოთეატრის წინ, სადაც მთავარი ჩვენებები გაიმართება, უსაფრთხოების მიზნით სპეციალური ბარიერები აღმართეს. ამასთან, კინოფესტივალის ორგანიზატორების მოთხოვნით, ხელჩანთებს შესასვლელებში წელსაც შეამოწმებენ. დიდი ზომის ჩანთის მფლობელებს კი შენობაში საერთოდ არ შეუშვებენ. რიგით 67-ე Berlinale ლეგენდარული ჯაზ გიტარისტის, ჯანგო რეინჰარდტის შესახებ გადაღებული ფილმის ჩვენებით გაიხსნება. სურათი საკონკურსო ფილმების სიაშიცაა შესული. მთავარი ჯილდოების, ოქროსა და ვერცხლის დათვის ქანდაკების მოსაპოვებლად სულ 18 ნამუშევარი იბრძვის. გამარჯვებულს ჟიური, ჰოლანდიელ რეჟისორ პოლ ვერჰოვენის თავმჯდომარეობით, 19 თებერვალს გამოავლენს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)