|
2017-02-09 15:05:19, 2733 ნახვა
მსოფლიო
ანგელა მერკელმა მარტინ შულცს თავი მოკვეთა - Charlie Hebdo ახალ კარიკატურას აქვეყნებს
ფრანგული სატირული ჟურნალის Charlie Hebdo-ს გერმანულმა ვერსიამ პირველ გვერდზე კანცლერის ანგელა მერკელის კარიკატურა გამოაქვეყნა, სადაც მერკელს ხელში მისი სოციალ-დემოკრატი კონკურენტის მარტინ შულცის მოჭრილი თავი უჭირავს, - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild-ი ავრცლებს. ცნობისთვის, შულცი ევროპარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეა და გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში კანცლერის პოსტზე იყრის კენჭს. მედია საშუალების ინფორმაციით, მერკელის კარიკატურის გვერდით Der Spiegel-ის ყდის მინიატურაა მიხატული, რომელზეც ამერიკის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ხელში თავისუფლების ქანდაკების თავი უჭირავს, იქვეა მინაწერი, რომ Spiegel-ის მკითხველები განრისხებულები არიან. გამოცემა წერს, რომ ციტატა Der Spiegel-ში მომუშავე ჟურნალისტებისადმი პატივისცემის გამოხატულებაა, ტრამპის ფოტო კი მინიშნება ამერიკის პრეზიდენტის ანტიიმიგრაციულ პოლიტიკაზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)