|
2015-03-31 15:41:10, 861 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი საწარმო აშენდება
საქართველოში სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი საწარმო აშენდება. 85 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო, საპარტნიორო ფონდი და მაღალი ტექნოლოგიების მსხვილი საერთაშორისო კომპანია „ელბიტი“ ერთობლივად განახორციელებენ. პროექტის დეტალები „ელბიტის“ წარმომადგენლებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს. პროექტის განხორციელება 3 თვეში დაიწყება და საქართველოს 300-მდე მოქალაქეს დაასაქმებს. საწარმოში მუშაობისთვის საჭირო გამოცდილების შეძენაში მათ კომპანია „ელბიტის“ კვალიფიციური პერსონალი დაეხმარება. ახალი საწარმო პირველ პროდუქციას 2 წლის შემდეგ წარადგენს. კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნულ ვადაში გეგმავენ სამოქალაქო ავიაციის კომპოზიტური დეტალების გამოშვებას, რომელიც მსოფლიო ბაზარზე, როგორც ფასით, ასევე ხარისხით, კონკურენტული იქნება. კომპანია "ელბიტის" აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი საერთაშორისო მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებით, იაკობ გადო დარწმუნებულია, რომ საწარმო, მსოფლიოში, ახალ თვითმფრინავებზე მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, წარმატებული იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)