|
2017-02-06 12:03:36, 2487 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი ნატო-ს ლიდერებს მაისში შეხვდება
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერებს მაისში შეხვდება, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება დონალდ ტრამპმა, ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იანს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბრის დროს მიიღო. ამასთან, წინასაარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპი ხშირად აკრიტიკებდა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს და აცხადებდა, რომ ნატო-მ თავის როლი და ფუნქცია დაკარგა. როგორც BBC თეთრ სახლზე დაყრდნობით წერს, ტრამპმა და სტოლტენბერგმა თავდაცვის დაფინანსების საკითხი განიხილეს. კერძოდ, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ნატო-ს ყველა მოკავშირე ქვეყანამ თავდაცვის ხარჯებზე აღებული პასუხისმგებლობა შეასრულოს. გარდა ამისა, მათ უკრაინის საზღვარზე არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის ხერხები მიმოიხილეს. ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ოფიციალური კიევი და თვითაღიარებული რესპუბლიკის მხარდამჭერები დონბასში ვითარების გაუარესებაზე საუბრობენ. მხარეები ერთმანეთს საომარ მოქმედებებში ადანაშაულებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)