|
2017-02-06 11:55:30, 2562 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში ISIS-სთან კავშირში ეჭვმიტანილი 700-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
თურქეთში, ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ეჭვმიტანილი 763-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ Anadolu იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის სტამბოლში, ანკარაში, გაზიანტეპსა და იზმირში მიმდინარეობდა. ანკარაში, სპეცოპერაციის შედეგად 60 ადამიანი დააკავეს, მათი უმრავლესობა უცხოელია. ამასთან, ყველაზე მასშტაბური რეიდი შანლიურფას პროვინციაში განხორციელდა, სადაც 100-ზე მეტი ეჭვმიტანილი დააკავეს. 2016 წელს თურქეთში რამდენიმე თავდასხმა მოხდა, რომლის ორგანიზებაში, ადგილობრივი ხელისუფლება ქურთ სეპარატისტებსა და ჯიჰადისტებს ადანაშაულებს. შეგახსენებთ, რომ ახალი წლის ღამეს, "ისლამური სახელმწიფო" ღამის კლუბ "რეინას" დაესხა თავს, რის შედეგადაც 39 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ცნობისთვის, თავდასხმიდან 2 კვირაში სამართალდამცველებმა უზბეკეთის მოქალაქე აბდულკადირ მაშარიპოვი დააკავეს, რომელის კლუბზე თავდასხმაშია ეჭვმიტანილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)