|
2017-02-04 14:22:57, 2793 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი „კოკა-კოლას“ მექსიკაში მისი პროდუქციის წარმოების შეჩერებას სთხოვს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კომპანია „კოკა-კოლას“ თხოვნით მიმართავს, მექსიკისა და ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებში მისი პროდუქციის წარმოება შეაჩეროს, ან მინიმუმამდე შეამციროს, - ამის შესახებ პორტალი Denuncia leaks იუწყება პორტალის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის შესაძლო ზრახვები Coca-Cola-ს კრიტიკას უკავშირდება, რომელმაც თეთრი სახლის ხელმძღვანელის, ახალი საიმიგრაციო პოლიტიკა გააპროტესტა. Coca-Cola-მ ინტერნეტში კამპანია დაიწყო, სახელწოდებით #OrgullosoDeSer (ამაყი უნდა იყო), რაც მიზნად ისახავს ყველას აჩვენოს, რომ აშშ-ში მყოფი ლათინური ამერიკის წარმომადგენლები საკუთარი ეროვნული თვითმყოფადობით ამაყობენ. მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მექსიკელი აქტივისტები ქვეყანაში ამერიკიდან იმპორტირებული საქონლისა და პროდუქტების ბოიკოტირების მოთხოვნით კამპანიას იწყებენ. აქტივისტების გადაწყვეტილება მექსიკასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის პოლიტიკას უკავშირდება, რომელმაც ქვეყნის საზღვართან კედლის აშენების ბრძანებას ხელი მოაწერა. ზოგიერთი აქტივისტი ასევე ისეთი ამერიკული კომპანიის ბოიკოტირებას მოითხოვს, როგორიცაა McDonalds, Walmart და Coca-Cola. შესაბამისი მოწოდება უკვე პოპულარული გახდა, სახელწოდებით #AdiosStarbucks (მშვიდობით, Starbucks).
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)