|
2017-02-04 13:46:51, 3182 ნახვა
მსოფლიო
ტერორისტებმა ერაყში 2 მოზარდს ხელები მოაჭრეს
ერაყის ქალაქ მოსულში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა 2 მოზარდს ხელები მოაჭრეს, - ამის შესახებ Iraqi News იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, 10 და 12 წლის მოზარდებმა ოჯახის წევრების თანდასწრებით, ორი ტყვე მამაკაცის ჩამოხრჩობაზე უარი თქვეს, რის გამოც, ისინი დაჯგუფების წევრებმა დასაჯეს. არსებული ინფორმაციით, მოზარდები მომზადებასა და წვრთნას ექსტრემისტთა ბანაკში გადიოდნენ. მედიის ცნობით, „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერებმა სპეციალური ბანაკი შექმნეს, სადაც მოზარდ ბიჭებს რელიგიურ ფანატებად, „ჰალიფატის ლომებად“ ზრდიან. იდეოლოგიური მომზადების შემდეგ, მოზარდები ტერაქტების განმხორციელებლებად ყალიბდებიან. ცნობისთვის, ტერორისტები გაწვრთნილ მოზარდებს ქალაქ მოსულში ტერიტორიების დასაბრუნებლად იყენებენ. შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კოალიციამ და ერაყის ძალებმა ქალაქ მოსულის დიდი ნაწილი დაიბრუნეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)